saWmeli sokoebi - yviTeli paWiWasoko
Царство: | Грибы |
Отдел: | Basidiomycota |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Сыроежковые |
Семейство: | Сыроежковые |
Род: | Млечник |
Вид: | Груздь жёлтый |
Международное научное название: | Lactarius scrobiculatus |
ყვითელი პაჭიჭასოკო - (ინგ. Lactarius scrobiculatus) (რუს. Груздь жёлтый)
სინონიმი: უცნობია.
რძიანა სოკოების გვარის (ლათ. Lactarius)ხრაშუნასოკოსებრთა ოჯახისა (ლათ. Russulaceae).
სახეობის ეპითეტი scrobiculatusნიშნავს „დაჭმუჭნული“.
აღწერა
ქუდი ძალიან დიდი (7-25სმ) და ხორციანი, თავიდან ამობერილი, მერე უფრო ბრტყელი, ძაბრისებურად ჩაღრმავებული. კიდეები დაფარული აქვს მოწითალო ქერცლებით, ოდნავ მოხრილი და დროსთან ერთად სრულიად ირთხმება. კანი ლორწოვანი ან წებოვანი, ბუსუსებიანი ან გლუვი, კონცენტრირებული ზონებით, ოქროსფერი ან ჭუჭყიანი ყვითელი ფერის, დაწოლისას ოდნავ მურისფერდება.
რბილობი თეთრი, მკვრივი და მტვრევადი, ხილის სურნელით და მწარე გემოთი, გაჭრისას ყვითლდება და უხვად გამოჰყოფს სქელ რძისმაგვარ სითხეს, რომელიც ჰაერზე მონაცრისფრო-ყვითელ ფერს იღებს.
ფეხი 6-10სმ სიმაღლის, ∅ 1,5-4სმ, მოთეთრო, მაგარი, მოფენილია მჭიდრო მკვეთრი ყვითელი ორმოებით. ფეხი შიგნიდან ფუყეა, გარედან შეზრდილი ფეხათან. დროთაგანმავლობაში ისინი იფარებიან წითელი-მურა ლაქებით.
სპორების ფხვნილი კრემისფერი_თეთრი ან ღია ოხრისფერი, სპორები ელისური ფორმის.
ცვალებადობა
ქუდის ფერი ვარირებს ყვითლიდან ღია კაკლისფერამდე ოდნავ შესამჩნევი კონცენტრირებული ზონებით.
ეკოლოგია და გავრცელება
ფესვს იკეთებს წიწვოვან (ხშირად ნაძვის) და არყის ხეებთან. გვხვდება წიწვოვან (ნაძვნარ და სოჭის), იშვიათად არყნარ ტყეებში კირქვიან ნიადაგზე, ხშირად მთიან ტყეებში. გვხვდება საკმაოდ ხშირად, ნაყოფს ისხამს პატარა ჯგუფებად. სეზონი ივლისი-ოქტომბერი.
მსგავსი სახეობები
• არყა ნამდვილი (Lactarius resimus) - საწმელი სოკო უფრო თეთრი შეფერილობით, ფეხზე ღრმულების გარეშე.
• არყა იისფერი (Lactarius repraesentaneus) - იასამნისფერი რზისმაგვარი სითხით, დასავლელი მკვლევარები მას საკვებად უვარგისად მიიჩნევენ.
• არყა ფოჩებიანი (Lactarius citriolens) - ფეხზე არ აქვს ჩაჭყლეტილი და იზრდება ფოთლოვან ტყეებში.
საკვები ღირებულებები
პირობიტად-საკვები სოკო, რუსეთში და აღმოსავლეთევროპის ქვეყნებში ტრადიციულად მიაკუთვნებენ საუკეთესო სოკოების რიგს, მსგავსად ნამდვილი არყის სოკოსი. გამოსადეგია მარინადებში და დაწნილებული, სიმწარე შორდება წინასწარი გათუთქვის ან დალბიბის შემდეგ. დასავლეთში მწარე გემოს გამო ითვლება საკვებად უვარგის ან კიდევ შხამიან სოკოდ.
სინონიმები:
• Agaricus scrobiculatus SCOP. 1772basionym
• Galorrheus scrobiculatus (SCOP.) P.KUMM. 1871
• Lactifluus scrobiculatus (SCOP.) KUNTZE 1891